ოკუპირებულ ყირიმში ყველა ავტოგასამართ სადგურზე სრულად შეწყდა საწვავის გაცემა როგორც თავისუფალ გაყიდვაში, ისე ტალონებით, თქვა რუსეთის მიერ დანიშნულმა ნახევარკუნძულის საოკუპაციო ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა.
ბენზინის გაყიდვა 21 ივნისს დილის 9 საათიდან შეჩერდა.
"საწვავი გაიცემა მხოლოდ სახელმწიფო სამსახურებზე, რომლებიც ყირიმის რესპუბლიკის სასიცოცხლო ფუნქციონირებასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ", - თქვა აქსიონოვმა.
ბენზინის დეფიციტის წინაშე ოკუპირებული ყირიმი გაზაფხულის ბოლოს აღმოჩნდა. კრიზისი უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ბენზინმზიდებსა და სატვირთო ავტომობილებზე მიტანილი თავდასხმების გამო დაიწყო.








