რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად კიევის თითქმის ყველა რაიონში დაზიანებები და ხანძრები დაფიქსირდა - ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 დაშავდა. ამის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ბოლო მონაცემებით, თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 25 დაშავდა.

კლიჩკოს ინფორმაციით, დაშავებულებს შორის არიან ბავშვი და ორსული ქალი.

"სამი დაშავებული საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში იმყოფება", - განაცხადა კლიჩკომ.

რუსული მასირებული შეტევის შედეგად დაზიანებები და ხანძრები კიევის თითქმის ყველა რაიონში დაფიქსირდა, სამაშველო და საგანგებო სამსახურები კი შემთხვევის ადგილებზე მუშაობას განაგრძობენ.

გავრცელებული ინფორმაციით, დედაქალაქის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.