„ყაზახეთის რესპუბლიკა მიესალმება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პოზიციას უკრაინის კრიზისის პოლიტიკურ მოგვარებასთან დაკავშირებით, რომელიც იმსახურებს მხარდაჭერას, რადგან ხელს უწყობს სისხლის ღვრის შეწყვეტას სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის საფუძველზე,  გაეროს წესდების ფუნდამენტური პრინციპების შესაბამისად.

მიგვაჩნია, რომ ამ პრობლემის საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების პრინციპების საფუძველზე მშვიდობიანი გადაწყვეტა უალტერნატივოა", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, ყაზახეთი მხარს უჭერს, რომ სამხედრო კონფლიქტში ჩართულმა მხარეებმა გამოიჩინონ კეთილგანწყობა, შეწყვიტონ საომარი მოქმედებები და დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან რაც შეიძლება მალე, ხოლო მსოფლიო საზოგადოებამ ყველაფერი გააკეთოს სიტუაციის დიპლომატიური გადაწყვეტის ხელშეწყობისთვის.

ჩინეთის სამშვიდობო გეგმა მძაფრად გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, მას პოზიციის დაფიქსირება და არა სამშვიდობო გეგმა უწოდა ევროკომიის პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა, მოიწონა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და ფრთხილად შეაფასა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.