NATO-ს საკვანძო წევრმა ქვეყნებმა წინასწარ დაუჭირეს მხარი კიევის უსაფრთხოების შეთანხმების საფუძველზე უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემის იდეას. ამის შესახებ The Wall Street Journal-ის მასალაშია ნათქვამი.
NATO-ში უკრაინის შემდგომ გაწევრიანებასთან დაკავშირებული კონცეფცია ეფუძნება კიევის უსაფრთხოების შეთანხმებას, რომელიც 2022 წლის სექტემბერში შეიმუშავეს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა ანდრიი ერმაკი და ალიანსის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენი.
WSJ-თან ინტერვიუში პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ განაცხადა, რომ უკრაინის დასავლელი მოკავშირეები მხარს უჭერენ "ისრაელის სტილის" უსაფრთხოების შეთანხმებას და "მოლაპარაკებები ახლა მიმდინარეობს."
ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა, ანონიმურობის პირობით, დაუდასტურა გამოცემას, რომ უკრაინის უსაფრთხოების "ისრაელის მოდელის" განხილვები მიმდინარეობს, თუმცა ჯერ არ არის კონკრეტული.
ევროპის რამდენიმე დედაქალაქის, განსაკუთრებით პარიზისა და ბერლინის მაღალჩინოსნებმა WSJ-ს უთხრეს, რომ ისინი ზოგადად ეთანხმებიან გეგმას, რომელიც მოიცავს "ორმხრივ გარანტიებს მრავალმხრივი შეთანხმების საფუძველზე."
გარდა ამისა, NATO-ს, უკრაინისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებმა გამოცემას განუცხადეს, რომ კიევის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმების მონაწილეებს შორის აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, გერმანიას და საფრანგეთს ელიან.