აშშ-მა გააფრთხილა ირანი, რომ შესაძლოა დამანგრეველი დარტყმა მიიღოს, თუ ის დიდ თავდასხმას განახორციელებს ისრაელზე. ამის შესახებ The Wall Street Journal ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს.
გაფრთხილება თეირანს გადაეცა როგორც უშუალოდ, ასევე შუამავლების მეშვეობით.
"შეერთებულმა შტატებმა ირანს მკაფიო შეტყობინება გაუგზავნა, რომ დიდი ესკალაციის რისკი, თუ ისინი მნიშვნელოვან საპასუხო თავდასხმას განახორციელებენ ისრაელის წინააღმდეგ, უკიდურესად მაღალია," - ამბობს WSJ-თან ოფიციალური პირი. "არსებობს სერიოზული შედეგების რისკი ირანის ეკონომიკისთვის და მისი ახლად არჩეული მთავრობის სტაბილურობისთვის, თუ ის ამ გზაზე წავა."
გამოცემის ცნობით, გზავნილის მიზანი არ არის მუქარა, არამედ გაფრთხილება იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება უპასუხოს ისრაელმა.
ვაშინგტონს არ აქვს მკაფიო ცნობები ისრაელზე ირანის პასუხის მასშტაბისა და დროის შესახებ, თუმცა უახლესი სადაზვერვო ინფორმაციის თანახმად, ეს შეიძლება მოხდეს შაბათ-კვირას, თუ ეს მოხდება.
ოფიციალური პირები ასევე არ არიან დარწმუნებულები, "ჰეზბოლა" ცალკე დარტყმას მიაყენებს ისრაელს თუ ირანთან ერთად.