უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ "დახურულ კარს მიღმა" რუსეთის ტერიტორიაზე გაბედული თავდასხმების განხორციელება შესთავაზა ამის შესახებ The Washington Post-ი (WP) აშშ-ს დაზვერვის საიდუმლო დოკუმენტებზე დაყრდნობით იტყობინება.

ერთ-ერთი დოკუმენტის თანახმად, იანვრის ბოლოს გამართულ შეხვედრაზე, ზელენსკიმ თითქოს უკრაინის არმიის რუსეთის ტერიტორიაზე გადაყვანა და "რუსეთის ფედერაციის უსახელო სასაზღვრო ქალაქების დაკავება" შესთავაზა, რათა "კიევს მოსკოვთან მოლაპარაკებებში ბერკეტი ჰქონოდა". კიდევ ერთი დოკუმენტის მიხედვით WP წერს, რომ თებერვლის ბოლოს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან ვალერი ზალუჟნისთან შეხვედრისას, პრეზიდენტმა გამოთქვა შეშფოთება იმის გამო, რომ უკრაინას არ აქვს შორი დისტანციის რაკეტები, რომლებსაც შეუძლიათ რუსული ჯარებს დაარტყან და დრონების დახმარებით, დაუზუსტებელ ადგილებზე თავდასხმა შესთავაზა.

გარდა ამისა, გაზეთი წერს, რომ გაჟონილი დოკუმენტების მიხედვით, თებერვლის შუა რიცხვებში, ვიცე-პრემიერ იულია სვირიდენკოსთან შეხვედრაზე ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ "უბრალოდ უნდა ააფეთქოს" რუსული ნავთობსადენი "დრუჟბა", რათა "უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანი მრეწველობა დაინგრეს, რომელიც დიდწილად რუსული ნავთობის გამოყენებაზეა დაფუძნებული". საუბრის აღწერისას, აშშ-ს დაზვერვის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ზელენსკიმ "უნგრეთის მიმართ განრისხება გამოხატა".

The Washington Post-თან ინტერვიუში, ზელენსკი ინფორმაციას, შესთავაზა თუ არა მან რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია, "ფანტაზიას" უწოდებს.

თუმცა, ამავე დროს, ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანას, რომელსაც ის ხელმძღვანელობს, აქვს სრული უფლება, თავი აგრესიისგან დაიცვას. "როცა ამდენი ადამიანი დაიღუპა, არის მასობრივი საფლავები და აწამებენ ჩვენს ხალხს, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა საშუალება", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.