Washington Post-ის ინფორმაციით, თეთრი სახლი უკრაინისა და ისრაელის სამხედრო დახმარების ერთ პაკეტში გაერთიანებას განიხილავს.
როგორც გავლენიანი ამერიკული გამოცემა წერს, ბაიდენის ადმინისტრაციაში იმედი აქვთ, რომ ისრაელისა და უკრაინის სამხედრო დახმარების ერთ პაკეტში გაერთიანებით მეტი შანსი იქნება, რომ მისი დამტკიცება მოხერხდეს.
WP-ს ერთ-ერთმა რესპონდენტმა განუცხადა, რომ ამ გზით მოიხსნება ულტრამემარჯვენე კონგრესმენების წინააღმდეგობა, რომლებიც უკრაინის დახმარების გაზრდას არ ემხრობიან, თუმცა ისრაელის მხარდაჭერას ეთანხმებიან.
WP-ის ცნობით, ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხზე მიღებული არ არის.