დაბალბიუჯეტურმა უნგრულმა ავიაკომპანია Wizz Air-მა თელ-ავივიდან და თელ-ავივის მიმართულებით ყველა ფრენა 2025 წლის 14 იანვრამდე გააუქმა. მიზეზი, ავიაკომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით, ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენებია. ამის შესახებ Times of Israel წერს.
"რეგიონში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, Wizz Air დროებით შეაჩერებს ფრენებს თელ-ავივიდან და თელ-ავივის მიმართულებით 2025 წლის 14 იანვრის ჩათვლით", - წერია ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე.
ავიაკომპანია მომხმარებლებს, რომლებსაც უკვე დაჯავშნილი ჰქონდათ ფრენები ისრაელიდან ან ისრაელის მიმართულებით, სხვადასხვა სახის ანაზღაურებას სთავაზობს.