ჩვენ გვექნება შესაძლებლობა წარვუდგინოთ საერთაშორისო საბანკო ინსტიტუტებს ქვეყნის ფისკალური პრიორიტეტები, - განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა საბანკო კონფერენციასთან დაკავშირებით.

ლაშა ხუციშვილის თქმით, შესაძლებლობა ექნებათ ასევე, საბანკო ინსტიტუტებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სამომავლო პერსპექტივები გააცნონ.

„საქართველომ ბოლო წლებში აჩვენა მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც ასევე მიღწეულია მაკროეკონომიკური სტაბილურობის პირობებში. ეს თავის მხრივ შედეგია იმ მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმებისა, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა წარვუდგინოთ საერთაშორისო საბანკო ინსტიტუტებს ქვეყნის ფისკალური პრიორიტეტები. ასევე, გავაცნოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სამომავლო პერსპექტივები“, - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

ბანკი „ქართუ“, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ასოციაციასთან ერთად, 51-ე საერთაშორისო საბანკო კონფერენციას თბილისში მასპინძლობს.