ავიაკომპანია Wizz Air-ი თელ-ავივისა და ამანის მიმართულებით 2025 წლის 15 სექტემბრამდე ყველა ავიარეისს წყვეტს - ამის შესახებ, კომპანია ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
კომპანიის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი "ახლო აღმოსავლეთში უსაფრთხოების მდგომარეობის გამწვავებაა".
"Wizz Air-მა მიიღო გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ შეაჩეროს ყველა რეისი თელ-ავივისა და ამანის მიმართულებით 2025 წლის 15 სექტემბრამდე. ასევე, ავიაკომპანია დროებით შეწყვეტს ისრაელის, ერაყის, ირანისა და სირიის საჰაერო სივრცეებით სარგებლობას.
გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ახლო აღმოსავლეთში უსაფრთხოების მდგომარეობის გამწვავების ფონზე. Wizz Air-ისთვის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს მგზავრების, ეკიპაჟისა და თვითმფრინავების უსაფრთხოება. კომპანია აქტიურად აკვირდება მიმდინარე მოვლენებს და მჭიდროდ თანამშრომლობს შესაბამის სამთავრობო და საავიაციო უწყებებთან.




