სოციალურ ქსელ WhatsApp-ს ახალი ფუნქცია ემატება. გამოცემა The Verge-ის ცნობით, Novi საფულის მეშვეობით მომხმარებელს თანამოსაუბრეებისთვის კრიპტოვალუტის გადარიცხვა შეეძლება. 
გავრცელებული ინფორმაციით. აღნიშნული ფუნქცია უკვე სატესტო რეჟიმში ჩაეშვა აშშ-ში, თუმცა პირველი ეტაპისთვის მას მხოლოდ მოსახლეობის მცირე ნაწილი იყენებს. როგორც გამოცემა განმარტავს, WhatsApp კრიპტოვალუტის გადარიცხვებს კიდევ უფრო ამარტივებს. ერთი პირიდან მეორეზე ბლოკჩეინის გადარიცხვა ფაილის გაგზავნის პრინციპით მოხდება. ამისათვის თქვენ უნდა დააჭიროთ „ქაღალდის სამაგრს“ და მენიუში აირჩიოთ „გადახდა“. აღსანიშნავია, რომ WhatsApp--ით კრიპტოვალუტის გადარიცხვებზე  საკომისიო არ დაირიცხება და ჩარიცხვები მომენტალურად მოხდება.