WhatsApp-მა გაუჩინარებული შეტყობინებები ფუნქცია განაახლა. ახლა ახალ ჩატებში შეტყობინებები გარკვეული პერიოდის შემდეგ ავტომატურად გაქრება. ვადას მესენჯერის მომხმარებლები მიუთითებენ.
ამისთვის პარამეტრებში შესაძლებელია შეტყობინებების გაქრობის არჩევა - 24 საათის, ერთი კვირის ან 90 დღის შემდეგ. სიახლე არ მოქმედებს უკვე არსებულ ჩატებზე, ისევე როგორც ჯგუფურ ჩატებზე. Android-სა და iOS-ზე შეტყობინებების ავტომატური გაუჩინარების კონფიგურაციისთვის საჭიროა მესენჯერში შესვლა, გადასვლა მენიუში "პარამეტრები", შემდეგ - "ანგარიში", "კონფიდენციალურობა" და განყოფილებაში - "გაუჩინარებული შეტყობინებები". გაუჩინარების ფუნქცია მესენჯერში გასულ წელს გამოჩნდა. მაშინ ის თითო ჩატში ხელით უნდა ჩართულიყო.