მოსკოვის მიმართულებით ფრენისას სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის რეისი დროებით აზერბაიჯანში დაეშვა იმ ფონზე, როცა უკრაინის დრონების იერიშებმა რამდენიმე საათის განმავლობაში რუსეთის აეროპორტებში მუშაობის შეჩერება გამოიწვია.

ვუჩიჩი ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერია, რომელიც მოსკოვში პუტინის სამხედრო აღლუმს დაესწრება.

მომხდარზე სერბული გამოცემა Informer წერდა, რომ ვუჩიჩის თვითმფრინავი ბაქოში "ავარიულად დაეშვა" და მოსკოვისკენ გაფრენის ნებართვას ელოდებოდა. თუმცა, რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული მედია TASS ამტკიცებდა, რომ ბაქოში შეჩერება "დაგეგმილი" იყო. კრემლის მედიის ცნობით, სერბეთის საელჩო მოსკოვში კვლავ მოელის, რომ ვუჩიჩი 8 მაისისთვის ჩავა მოსკოვში. თუმცა, მალევე TASS-მა მოსკოვში გადაღებული ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ჩამოდის ვუჩიჩი თვითმფრინავიდან.

გამოცემა Reuters-ის ცნობით, ვუჩიჩის რეისი ბაქოს აეროპორტში ორის საათით შეყოვნდა, რის შემდეგაც თვითმფრინავი კვლავ მოსკოვისკენ გაფრინდა.