უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზადაა, მიწვევის შემთხვევაში, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უნგრეთში დაგეგმილ შეხვედრაზე შეხვდეს, რომელიც შესაძლოა, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გაიმართოს. 

"თუ მე მიმიწვევენ ბუდაპეშტში, შეხვედრაზე სადაც სამივე შევხვდებით, ან თუ მე შევხვდები ტრამპს და შემდეგ ტრამპი - პუტინს, მაშინ ამ ფორმატებიდან რომელიმეზე დავთანხმდები," - განაცხადა ზელენსკიმ 20 ოქტომბერს.

ამას გარდა, ზელენსკიმ უნგრეთის მთავრობის პოლიტიკაც გააკრიტიკა და ხაზი გაუსვა ორბანის რეჟიმის მხრიდან კიევისადმი ცივ, ხოლო კრემლისადმი თბილ ურთიერთობებს.

"არ მჯერა, რომ პრემიერს, რომელიც უკრაინის ინტერესს ყველგან ბლოკავს, ამ შეხვედრაზე უკრაინისთვის რაიმე პოზიტიურის მოტანა ან თუნდაც ბალანსის დაცვა შეუძლია," - განუცხადა ზელენსკიმ რეპორტიორებს.

ზელენსკი მზადაა, ტრამპსა და პუტინს შორის შეხვედრას ისეთ ნეიტრალურ ქვეყნებშიც შეუერთდეს, როგორებიცაა თურქეთი,შვეიცარია და ვატიკანი.

"მორიგი "ბუდაპეშტის სცენარი" არ იქნება პოზიტიური," - აღნიშნა ზელენსკიმ 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმის გახსენებით, რომლის დროსაც უკრიანამ, ბელარუსმა და ყაზახეთმა, უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ, ატომურ იარაღზე თქვეს უარი.