უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ამერიკულ მედია NBC News-სთან ინტერვიუში ომის მსვლელობაზე ილაპარაკა:

"ჩვენ არ ვაგებთ ამ ომს და არც პუტინი იგებს ამ ომს. მისი ჯარი ახლა სუსტ პოზიციაში იმყოფება. მათ შეუძლიათ დაიკავონ ჩვენი მიწის 1%, მაგრამ დაკარგეს 1.3 მილიონი ადამიანი".

ზელენსკიმ იმავე ინტერვიუში პუტინის მიერ ომის წარმოების მიზეზებზეც ისაუბრა:

"ვერ ვხვდები, რაში სჭირდება მსოფლიოში ყველაზე დიდი ქვეყნის ლიდერს დამატებით რაღაც კილომეტრები. ეს არ არის ომი ტერიტორიებისთვის, ეს არის ომი ჩვენი დამოუკიდებლობისთვის".