უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საომარი მდგომარეობის გახანგრძლივებისა და საყოველთაო მობილიზაციის შესახებ კანონებს მოაწერა ხელი.
როგორც უკრაინის პარლამენტის ვებგვერდზე, შესაბამისი კანონპროექტების ველშია აღნიშნული, კანონები დღეს, 7 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტის ხელმოწერით დაბრუნდა.
23 ივლისს უკრაინის უმაღლესმა რადამ კენჭი უყარა ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გახანგრძლივებას 2024 წლის 9 ნოემბრამდე.
პარლამენტმა ასევე საყოველთაო მობილიზაცია 90 დღით გაახანგრძლივა.
უკრაინის რადაში საომარი მდგომარეობის გაგრძელებისა და მობილიზაციის შესახებ ეს უკვე მე-12 კენჭისყრა იყო.