უკრაინული მედია პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ დანიშნული ახალი ელჩების ჩამონათვალს აქვეყნებს.
დღეს დილით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრი სიბიგასთან და პრეზიდენტის ადმინისტრაციის გუნდთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ დაასრულეს უკრაინის ელჩებად დანიშვნის კანდიდატების შერჩევის პროცესი და გამოაცხადეს 16 ელჩის დანიშვნა. ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტმა არ დააკონკრეტა, ვისზე იყო საუბარი.
„ჩვენ განვსაზღვრეთ თითოეულისთვის პირადი ამოცანები და შესრულების შეფასების კრიტერიუმები. დღეს, ელჩებთან შეხვედრის ფორმატში, ჩვენ განვსაზღვრავთ უკრაინის დიპლომატიის ძირითად პრიორიტეტებს მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში“, - თქვა პრეზიდენტმა.
ახლახან უკრაინის საინფორმაციო სააგენტოების მიერ ახლახან გავრცელებული ცნობით, პრეზიდენტის განკარგულებით ახალი ელჩები დაინიშნნენ ესპანეთში, კანადაში, ბელგიაში, ესტონეთში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, მექსიკაში, იაპონიაში, კენიაში, კუვეიტში, ომანში, ალჟირში, კვიპროსში, მალაიზიაში, ანგოლაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში.
პრეზიდენტის განკარგულებით, ანგოლაში ელჩის თანამდებობაზე დანიშნულია ანდრი კასიანოვი. იგი საქართველოდან უკრაინის ელჩის, იგორ დოლგოვის გაწვევის შემდეგ დროებითი რწმუნებულის მოვალეობას ასრულებდა და 2023 წლის იანვარში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში Європейська правда-სთან ინტერვიუში ნათქვამის განმარტებისთვის (კასიანოვმა უკმაყოფილება გამოხატა საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენის გამო და არ გამორიცხა საქართველოდან უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციის შესაძლებლობა, თუ მათ საფრთხე დაემუქრებათ რუსეთის მოქალაქეების მასიური ნაკადის შემოსვლის შემდეგ) დაბარებიდან მცირე ხანში შეცვალეს.