"ზუსტად აქედან უნდა დაწყებულიყო „კიევისა და უკრაინის სამ დღეში აღება“. თითოეული უკრაინელი უნებურად იხსენებს ამ დღეს."

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომელიც ომის დაწყებიდან ორი წლისთავთან დაკავშირებით კიევის მახლობლად მდებარე ჰოსტომელიდან გაავრცელა.

ზელენსკის თქმით, თითოეულ უკრაინელს, ომის დაწყების განსხვავებული ისტორია აქვს, თუმცა ერთადერთი ფინალი ყველასთვის გამარჯვება უნდა იყოს.

„ზუსტად აქედან უნდა დაწყებულიყო „კიევისა და უკრაინის სამ დღეში აღება“. თითოეული უკრაინელი უნებურად იხსენებს ამ დღეს. ყველას განსხვავებული ისტორია აქვს ომის დაწყების, თუმცა ამ ომის ერთადერთი ფინალი გამარჯვება უნდა იყოს და ამ გასული ორი წლის გახსენებისას ვფიქრობ, რომ სხვაგვარად ვერც იქნება. იხსენებ, რა გააკეთეს უკვე უკრაინელებმა. ხალხი, რომელმაც პირველ სამ დღეს გაუძლო, არ დაეცა მეოთხე დღეს და მოიგო მეხუთე. შემდეგ თვე, ექვსი თვე და ახლა უკვე ორი წელი. თავისუფლებისა და სიცოცხლისთვის ბრძოლას ამ დიადი ქვეყნის დიადი ხალხი აწარმოებს. წარმოუდგენლად ვამაყობ თითოეული მათგანით. ყველა ნორმალურს სურს ომის დასრულება, თუმცა არავინ დაუშვებს უკრაინის დასრულებას. ამიტომ სიტყვებთან „ომის დასრულება“ ყოველთვის ვამატებთ „ჩვენი პირობებით“. სწორედ ამიტომ, სიტყვასთან „მშვიდობა“ ყოველთვის ჟღერს „სამართლიანი“ და მომავალში, სიტყვა „უკრაინასთან“ ყოველთვის იდგება სიტყვა „დამოუკიდებლობა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.