დიდი შეცდომაა, როდესაც აგრესორს რაღაცის წართმევის უფლებას აძლევ. ეს დიდი შეცდომა იყო თავიდანვე, 2014 წლიდან დაწყებული და მანამდეც, საქართველოს რეგიონებზე თავდასხმისა და ოკუპაციის დროს, მანამდეც, როდესაც ჩეჩნეთის ოკუპაცია მოხდა, სრული განადგურებითა და მილიონი მსხვერპლით, როგორც დაღუპულებით, ასევე დაჭრილებით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
"ბევრი შეცდომა მოხდა. ამიტომაც არ მინდა, ვიყო პრეზიდენტი, რომელიც გაიმეორებს ჩემი წინამორბედების ან სხვა ადამიანების მიერ დაშვებულ შეცდომებს. მე არ ვსაუბრობ მხოლოდ უკრაინაზე. მე ვსაუბრობ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებზე, რომლებმაც რუსეთის მსგავს აგრესიულ ქვეყანას მათ ტერიტორიაზე შესვლის უფლება მისცეს.
იმიტომ, რომ პუტინს კოცნით ან ყვავილებით ვერ შეაჩერებ. მე ეს არასდროს გამიკეთებია და ამიტომ არ მგონია, რომ ეს სწორი გზაა. ჩემი რჩევა ყველას – ნუ გააკეთებთ ამას პუტინთან.
წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველი ნაბიჯი იქნება, შემდეგ კი ხუთ წელიწადში ის აღადგენს თავის ჯარს, გაზრდის ჯარისკაცების რაოდენობას, მისი არმია კარგად იქნება გაწვრთნილი. იმიტომ, რომ მან ბევრი კარგად გაწვრთნილი ადამიანი დაკარგა. ის ახლა თვეში 30-35 ათას ადამიანს კარგავს.
წარმოგიდგენიათ ეს XXI საუკუნეში? წარმოგიდგენიათ, ის ყოველთვიურად 35 000 ადამიანს კარგავს. დარწმუნებული არ ვარ, რომ მან ამის შესახებ იცის", - წერს ზელენსკი.
This is a big mistake to allow the aggressor to take something. It was a big mistake at the very beginning, starting with 2014. And even before that, during the attack and occupation of parts of Georgia. And even before that, when Chechnya was occupied, with total destruction and…
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) February 16, 2026








