უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის მიერ დონეცკის ოლქის ოკუპირებული ნაწილისთვის "სამშვიდობო შეთანხმების" ფარგლებში დათმობებზე წასვლის იდეა რუსეთს ეკუთვნის და არა ტრამპის გუნდს. ამის შესახებ ზელენსკიმ მედიისთვის ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტს შეკითხვა დაუსვეს, შეეძლო თუ არა მას დაედასტურებინა, რომ შეერთებული შტატები მოითხოვს უკრაინისგან დონეცკის რეგიონიდან ბრძოლის გარეშე გასვლას პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, როგორც ამას სხვა წყაროებთან ერთად Axios იტყობინება.

"პირველ რიგში, ეს არ იყო შეერთებული შტატები: ამ იდეის ავტორი რუსეთი იყო, რათა ჩვენ ჩვენი ტერიტორიები მათთვის დაგვეთმო. ამაზე უკვე გავეცი პასუხი. რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა, რომ ამერიკა ჩვენს მხარეს იყოს ამ საკითხში, ამ თემაში. შეხედეთ, რუსეთი სურს, რომ ჩვენ დავუთმოთ ჩვენი ტერიტორიები ჩვენ კი დავიცავთ ჩვენს ინტერესებს", - თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინას, ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებების პროცესის ფარგლებში სამი დოკუმენტი მზადდება, რომელიც მშვიდობიანი გადაწყვეტის საფუძველს შექმნის.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლების დონეზე უკრაინისა და ევროპის წინადადებებზე "სამშვიდობო გეგმის" შესახებ მუშაობის დასრულდა და ის ამერიკულ მხარეს გაეგზავნება.