აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Politico-სთან ვრცელ ინტერვიუში რუსეთ-უკრაინის ომზე ისაუბრა. ტრამპის თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა უნდა კარგად წაიკითხოს სამშვიდობო შეთანხმების ბოლო ვერსია და მას დათანხმდეს, რადგან არსებულ ვითარებაში, უკრაინა ომს ვერ იგებს.
ტრამპი გამოეხმაურა მისი შვილის, დონალდ ტრამპ უმცროსის კომენტარს, რომ შესაძლოა პრეზიდენტმა უკრაინა მიატოვოს.
ტრამპის თქმით, ეს კომენტარი "სწორი არ არის, თუმცა არც ბოლომდე არასწორია"
"თუ ისინი შეთანხმებებს, პოტენციურ შეთანხმებებს არ წაიკითხავენ, რუსეთთან მოლაპარაკება ადვილი არ არის, რადგან მათ უპირატესობა აქვთ და ყოველთვის ჰქონდათ. გაცილებით უფრო დიდი ქვეყანაა და გაცილებით უფრო ძლიერია. უკრაინელ ხალხს და შეიარაღებულ ძალებს ძალიან ვაფასებ მათი გამბედაობის, ბრძოლისთვის და ა.შ. მაგრამ, გარკვეულ ეტაპზე, ზომა გაიმარჯვებს. და ეს უშველებელი ზომაა.
მან [ზელენსკიმ] უნდა დაიწყოს რაღაცებზე დათანხმება, როდესაც აგებ, და ის აგებს," – ამბობს ტრამპი.








