უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის არჩევანი ესკალაციის გაგრძელებაა.
მისი თქმით, რუსეთი ჰიბრიდულ ომს ევროპის ქვეყნებთან ერთად ნატო-ს წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგაც აწარმოებს.
„ჰიბრიდული და დრონებით განხორციელებული თავდასხმები როგორც მოლდოვის, რომელიც არც ნატო-ს და არც ევროკავშირის წევრი არ არის, ისე გერმანიისა და რუმინეთის წინააღმდეგ ხორციელდება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.








