უკრაინის პრეზიდენტი თურქეთის ქალაქ სტამბოლში ჩავიდა. ვოლოდიმირ ზელენსკი თურქ კოლეგასთან ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს.
მისი განცხადებით, შეხვედრის მთავარი საკითხი შავი ზღვის უსაფრთხოება იქნება.
"გუნდთან ერთად სტამბოლში ჩამოვედით. წინ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გველის თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. ვმუშაობთ ჩვენი ხალხის დაცვის გაძლიერებაზე, თურქეთთან სახელმწიფოთაშორისი პარტნიორობის განვითარებასა და რეალური დიპლომატიური პერსპექტივების შექმნაზე. შავი ზღვის აკვატორიაში ნაოსნობასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანი საკითხები გვაქვს განსახილველი. ასევე დაგეგმილია შეხვედრა მსოფლიო პატრიარქ ბართლომესთან", - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.








