ქვეყანა, უკვე თითქმის ერთი თვეა, ელოდება, რომ აშშ-ის ომის მდივანი პიტ ჰეგსეტი ხელს მოაწერს „პეტრიოტისა“ და „ნასამსის“ რაკეტების უკრაინისთვის მიწოდებას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„მნიშვნელოვანია, დაჩქარდეს გადაწყვეტილებების აღსრულება, რომლებიც უკვე გარკვეული დროა, მაგიდაზე დევს. მხარდაჭერის თითოეული პაკეტი არის შესაძლებლობა, დავიცვათ სიცოცხლე“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მან მთავარსარდალს, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებს დაავალა, კიდევ ერთხელ განიხილონ აღნიშნული საკითხი ამერიკულ მხარესთან.
მინისტრებთან შეხვედრისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე განიხილა ნოემბერში დაგეგმილი რამშტაინის ფორმატში გასამართი შეხვედრის საკითხები.




