იტალიის სერია A-ში მეცხრე ტურის ბოლო ორი შეხვედრა დასრულდა.  

გიორგი კვერნაძის „ფროსინონემ“ „ლეჩეშ“ უმასპინძლა და სახლში ზედიზედ მეოთხედ გაიმარჯვა. ამასთან, გუნდმა  სერია A-ში თავის გამოსვლის ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება დააფიქსირა.

ქართველი ფეხბურთელის თამაში ანალიტიკურმა საიტმა Flashscore-მ 9.3-ით შეაფასა და იფი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. გიორგი კვერნაძეს გოლი არ გაუტანია, თუმცა მეორე გოლი საჯარიმოში მისი წაქცევის შემდეგ დანიშნულ პენალტიდან გავიდა, მესამე და მეხუთე კი მისი საგოლე გადაცემებიდან.

„ფროსინონე“ - „ლეჩე“ 5:1(2:0)
გოლები: 25' მატეო კიჩელა 1:0, 45+1' ჯაკომო კალო, თერთმეტმეტრიანიდან 2:0, 59' ანტონიო რაიმონდო  (გიორგი კვერნაძე) 3:0, 72' დანიელ ბირლიგეა 4:0, 82' ჯოელ  მონტეირო 4:1, 90+4' დანიელ ბირლიგეა (გიორგი კვერნაძე) 5:1  


„ფიორენტინა“ - „ატალანტა“ 2:2(0:1)




მასალა განახლდა 01:54 საათზე

მოამზადა რაულ კაპანაძემ