ვიქტორ ორბანს თუ რაიმეს ბლოკირება სურს, ეს უნდა გააკეთოს რუსეთისთვის და არა უკრაინისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა,  ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტასთან და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზელენსკის თქმით, მათ აქვთ მტკიცებულება, სატელიტური ფოტოები ადასტურებს, რომ ნავთობსადენი „დრუჟბა“ რამდენჯერმე გახდა რუსეთის სამიზნე.

„უპირველეს ყოვლისა, მილსადენი რუსეთმა გაანადგურა. ასე რომ, თუ ორბანს რაიმეს ბლოკირება სურს, ეს უნდა გააკეთოს რუსეთისთვის და არა უკრაინისთვის. ჩვენ ამ მილსადენის განადგურების მიზეზი არ ვართ. ჩვენ სურათები გვაქვს. ყველაფერი გვაქვს პარტნიორი ქვეყნების თანამგზავრებიდან, რომ მათ ეს მილსადენი რამდენჯერმე გაანადგურეს. ასე რომ, დაე, ორბანი დაელაპარაკოს პუტინს ენერგეტიკულ ცეცხლის შეწყვეტაზე ან მსგავსი საკითხების შესახებ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.