უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთს არ აქვს ომის დასრულების განზრახვა, ვლადიმირ პუტინი კი უბრალოდ ეთამაშება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ცდილობს მოლაპარაკებების პროცესი გამოიყენოს უკრაინის პოზიციების შესასუსტებლად. ამის შესახებ ზელენსკიმ Financial Times-თან ინტერვიუში ისაუბრა.

"რუსები თამაშობენ და ომის დასრულების სერიოზული განზრახვა არ აქვთ. ამას იმიტომ ვხედავ, რომ ისინი ძალიან ცუდი მსახიობები არიან. ისინი ტრამპთან და მთელ მსოფლიოსთან თამაშობენ. პუტინი ფიქრობს, რომ დამაჯერებლად გამოიყურება და მისი ნდობა შეიძლება. არა, ის ცუდი მსახიობია", - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთი მხოლოდ მშვიდობისთვის მზადყოფნის ილუზიას ქმნის.