უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თუ აშშ-ის ლიდერი, დონალდ ტრამპი საკუთარი პოზიციების და რესპუბლიკური პარტიის გაძლიერებით არის დაინტერესებული, მან ომი ნოემბრამდე, ანუ ამერიკის კონგრესში შუალედური არჩევნების ჩატარებამდე უნდა დაასრულოს. ინფორმაციას გამოცემა The Atlantic ავრცელებს.
ზელენსკის თქმით, ტრამპისთვის ყველაზე დიდი გამარჯვება უკრაინაში ომის შეჩერება იქნება. თუ ტრამპი ამას შეძლებს, ის მსოფლიოში პირველი მშვიდობისმყოფელი იქნება.
უკრაინის ლიდერს განცხადებით, ტრამპს სურს, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ადამიანები აღარ კვდებოდნენ. ომის შეჩერება ტრამპისთვის პოლიტიკური გამარჯვება იქნებოდა.








