უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს გამოეხმაურა, რომელმაც მანამდე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ მოსკოვის ოლქში ტერაქტის მოწყობის შემდეგ თავდამსხმელები უკრაინისკენ გარბოდნენ, სადაც უკრაინული მხარე მათთვის საზღვრის გადაკვეთაში დახმარებას გეგმავდა.

გავრცელებულ ვიდეოში ზელენსკი ამბობს, რომ მოსკოვის ოლქში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით "პუტინი და მისი არამზადები ცდილობენ, ყველაფერი სხვას დააბრალონ". ამასთანავე, ზელენსკის თქმით, რუსეთმა ასობით ათასი საკუთარი ტერორისტი უკრაინაში საბრძოლველად ჩაიყვანა.

"ეს გუშინ მოხდა, და ეს სრული არარაობა პუტინი, რუსეთის მოქალაქეებზე ზრუნვისა და მათთვის მიმართვის ნაცვლად, ერთი დღის განმავლობაში ჩუმად იყო იმაზე ფიქრში, თუ როგორ ჩართოს უკრაინა ამაში. ეს წინასწარ სრულად განჭვრეტადი იყო". - თქვა ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში.

ზელენსკის თქმით, "ასობით ათასი რუსი, რომლებიც ახლა უკრაინელების მიწაზე მკვლელობით არის დაკავებული, სავსებით საკმარისი იქნებოდა, ნებისმიერი ტერორისტის შესაჩერებლად.