უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთში ჩავიდა. პოლონეთის პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობის მრჩეველმა განაცხადა, რომ მან საზღვარი უკვე გადაკვეთა.
ის დღეს ვარშავაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ანჯეი დუდას შეხვდება. პრეზიდენტთან ერთად პოლონეთში იმყოფება უკრაინის პირველი ლედიც.
პოლონეთის პრეზიდენტის ოფისში განაცხადეს, რომ ანჯეი დუდასა და მისი მეუღლის მიერ სტუმრების ოფიციალური მისალმების შემდეგ, ლიდერები მოლაპარაკებებს პრეზიდენტის სასახლეში გამართავენ, რის შემდეგაც დელეგაციების შეხვედრა გაიმართება.
პრეზიდენტის მრჩევლის თქმით, იქნება ხანგრძლივი, ფართო მოლაპარაკებები, არა მხოლოდ უსაფრთხოების ვითარებაზე, არამედ ეკონომიკურ და პოლიტიკურ მხარდაჭერაზე.