უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ეძებს შესაძლებლობას, რომ ხარკოვის ცა უფრო მეტად დაიცვას და პარტნიორებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემები გადასცენ.

„ვეძებთ შესაძლებლობებს, რომ ხარკოვის ცა უფრო მეტად დავიცვათ და ეს არის როგორც ყველა უკრაინელი სამხედროს, ასევე ყველა დიპლომატის ამოცანა. აბსოლუტურად აშკარაა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებიც გვაქვს უკრაინაში, არ არის საკმარისი - და ეს აშკარაა ყველა ჩვენი პარტნიორისთვის. მსოფლიომ საბოლოოდ უნდა გაიგოს ტკივილი, რომელსაც რუსი ტერორისტები აყენებენ ხარკოვს, კუპიანსკს, დონეცკს, ზაპოროჟიეს, სუმის და ბევრ ჩვენს სხვა უკრაინულ თემს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, მსოფლიოში არის საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომელსაც უკრაინის დახმარება შეუძლია.

"ჩვენ მხოლოდ პოლიტიკური ნება გვჭირდება, რომ ეს სისტემები უკრაინას გადაეცეს. „Patriot"-ების ადგილი ახლა უკრაინაშია, რათა შემდგომში მათი გამოყენება, როგორც მინიმუმ, NATO-ს მთელ აღმოსავლეთ ფლანგზე არ გახდეს საჭირო“.