უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ კონტრიერიშის მოქმედებებისთვის ჭურვები არ გააჩნიათ.
"კონტრიერიშის მოქმედებებისთვის ჭურვები არ გვაქვს. ჩვენი სახელმწიფოს დაცვისთვის არსებობს რამდენიმე ინიციატივა, რომლებმაც მუშაობა დაიწყო და იარაღი ჩვენთან შემოდის." - თქვა ზელენსკიმ.
ამას გარდა, ზელენსკის თქმით, უკრაინას არ ჰყოფნის შორი მანძილის შეიარაღება რუსეთის იერიშის შესაჩერებლად.
"რაც შეეხება რუსების კონტრიერიშის ჩაშლას, შესაბამისი იარაღი არ გვყოფნის. მაგალითად, რომ ვიმუშაოთ მათ აეროდრომებზე, თვითმფრინავებზე, ვერტმფრენებსა და საცავებზე - ამისთვისაა შორი მანძილის ჭურვები ან იარაღი. აი, ეს არ გვყოფნის." - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.