უკრაინისა და საფრანგეთის ლიდერები შეხვედრისას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს ესაუბრნენ. 

ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

ზელენსკი აღნიშნავს, რომ ლიდერებმა ასევე ისაუბრეს უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანთან, რუსტემ უმეროვთან.

„მნიშვნელოვანი ბრიფინგი იყო. შევთანხმდით, რომ პირადად განვიხილოთ დამატებითი დეტალები – გუნდები შეათანხმებენ გრაფიკს შესაძლო სამომავლო კონტაქტებისთვის“, – წერს ზელენსკი.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ კიდევ ერთ პოსტში უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ომი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს.

„ემანუელ მაკრონთან რამდენიმესაათიანი საუბრისას მნიშვნელოვანი დეტალები განვიხილეთ. მთავარი ფოკუსი იყო მოლაპარაკებებზე ომის დასასრულებლად და უსაფრთხოების გარანტიებზე. მშვიდობა ნამდვილად მდგრადი უნდა იყოს. ომი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს. ახლა ბევრი რამ არის დამოკიდებული თითოეული ლიდერის ჩართულობაზე“, – წერს ზელენსკი.

თარგმანი: პირველი არხი