ელისეის სასახლეში უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტების შეხვედრა დაიწყო. ინფორმაციას france 24 ავრცელებს.

მედიის ცნობით, შეხვედრა ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო.

როგორც ელისეის სასახლეში განაცხადეს, ლიდერები აშშ-ის სამშვიდობო გეგმას განიხილავენ, ასევე ისაუბრებენ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის საჭირო პირობებზე. აგრეთვე განხილული იქნება "მსურველთა კოალიციის" მიერ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებული საკითხები.