უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მიხაილო ბროდოვიჩის დანიშვნის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი.
საქართველოში, 2022 წლიდან, როდესაც იგორ დოლგოვმა დიპლომატიური მისია დაასრულა, ელჩის თანამდებობა ვაკანტური იყო და უკრაინას საქართველოში დროებითი რწმუნებულები წარმოადგენდნენ. არასრული ოთხი წლის განმავლობაში უკრაინას საქართველოში ხუთი დროებითი რწმუნებული ჰყავდა.
მიხაილო ბროდოვიჩი 1955 წელს არის დაბადებული. იგი დიპლომატიურ სამსახურშია 1996 წლიდან. ბოლოს, 2015-2022 წლებში, იგი სლოვენიაში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი წარმომადგენელი იყო.




