უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, 22 ივნისიდან, მუშაობა შეწყვიტა ბელარუსში არსებულმა სისტემებმა, რომლებიც უკრაინაზე რუსეთის მიერ შაჰედის ტიპის დრონებით იერიშების კორექტირებისთვის გამოიყენებოდა.
"სიმართლე გითხრათ, ჯერ არ ვიცი, ისინი დაშალეს თუ არა. თუმცა, ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, სიტუაციას ყურადღებით ვაკვირდები და ანგარიშს ყოველდღიურად ვიღებ. ფაქტი ისაა, რომ დღეს რეტრანსლატორები აღარ მუშაობს". - თქვა ზელენსკიმ.








