რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, თუ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე საღი აზრის ფარგლებში შეთანხმების მიღწევა ვერ მოხდება, რუსეთს საკითხს ძალის გამოყენებით გადაჭრის.
"ვფიქრობ, თუ საღი აზრი გაიმარჯვებს, შესაძლებელი იქნება მისაღებ გამოსავალზე შეთანხმება კონფლიქტის დასასრულებლად. ეს ჩემი ვარაუდია. განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ჩვენ ვხედავთ ამჟამინდელი აშშ-ს ადმინისტრაციის განწყობას და ჩვენ არა მხოლოდ მათ განცხადებებს, არამედ ვხედავთ გულწრფელ სურვილს, მოიძებნოს გამოსავალი. ვფიქრობ, გვირაბის ბოლოში გარკვეული სინათლეა. ვნახოთ, როგორ განვითარდება სიტუაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ჩვენ წინ არსებული ყველა საკითხის ძალის გამოყენებით მოგვარება" – ამბობს პუტინი.