აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან რუსეთ-უკრაინის საკითხთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარს გამართავს.
„მალე ვისაუბრებ პუტინთან და, ზოგადად, გავიგებ, რას გავაკეთებთ. მინდა, ეს ყველაფერი შეწყდეს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში პოლონეთის პრეზიდენტ კაროლ ნავროცკისთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას.
ამასთან, ტრამპმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ქმედებებს „კონფლიქტის დაწყების მნიშვნელოვანი მიზეზი“ უწოდა.
„ბაიდენმა სულელურად დახარჯა 350 მილიარდი დოლარი. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ეს ყველაფერი დაიწყო“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
თარგმანი: პირველი არხი