რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინაში მშვიდობა შესაძლებელია მხოლოდ რუსეთის მიზნების მიღწევის შემდეგ.

„მშვიდობა იქნება მაშინ, როცა ჩვენს მიზნებს მივაღწევთ“, - განაცხადა პუტინმა.

14 დეკემბერს, წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე და მოქალაქეებთან ე.წ. „პირდაპირი ხაზის“ დროს პუტინმა თქვა, რომ მიზნები არ შეცვლილა: უკრაინის „დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია“ და „ნეიტრალური სტატუსი“.