რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ნანობს, რომ უკრაინას უფრო ადრე არ დაესხა თავს. ამის შესახებ პუტინმა ტელეკომპანია Россия 1-თან ინტერვიუში განაცხადა.

"ერთადერთი, რის გამოც ჩვენ შეგვიძლია ვინანოთ არის ის, რომ ადრე არ მივიღეთ ზომები." - აღნიშნა მან.

ასე გამოეხმაურა პუტინი უკრაინის ომის მიმდინარეობას პაველ ზარუბინთან ინტერვიუში, რომელიც ოთხშაბათს, გვიან საღამოს გამოქვეყნდა. ის აშკარად 2022 წლის სრულმასშტაბიან შეჭრას გულისხმობდა და არა 2014 წლის ჰიბრიდულ ომს.

თავად საუბარი ძირითადად ეხებოდა პუტინის საუბარს ამერიკელ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან, რომელიც 6 თებერვალს შედგა.

საუბრის შედეგზე და მასზე აუდიტორიის რეაქციაზე, პუტინმა კარლსონს "საშიში ადამიანი" უწოდა, რომელმაც შეგნებულად აირჩია ეს ტაქტიკა, რათა არ მოესმინა "მკვეთრი პასუხები" საუბრის დროს.

პუტინის თქმით, ის ემზადებოდა სრულიად განსხვავებული კითხვებისთვის და აპირებდა "მკვეთრად" პასუხის გაცემას, რაც ინტერვიუს აუცილებელ "სპეციფიკას" მისცემდა, მაგრამ შედეგად "სრული სიამოვნება ვერ მიიღო."

ზარუბინის რეპლიკაზე შეერთებულ შტატებში კარლსონის სავარაუდო დაპატიმრების შესახებ, პუტინმა თქვა, რომ "ეს კარგი იქნებოდა," რადგან მაშინ "ლიბერალური დემოკრატიული დიქტატურა, რომელიც აშკარად არის წარმოდგენილი ამერიკის დღევანდელ მმართველ კლასში, გამოავლენს თავის ნამდვილ სახეს."