საქართველო ყველაზე წარმატებული ევროპული ქვეყანაა, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა კოპენჰაგენში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

"საქართველო ყველაზე წარმატებული ევროპული ქვეყანაა. მე არ ვიცი სხვა ქვეყანა, რომელიც თქვენსავით წარმატებულია. პოლიტიკურად სტაბილურია, ეკონომიკა უბრალოდ მიფრინავს. ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ და ვსწავლობთ, თუ როგორ ხართ ასეთი წარმატებული.

ამიტომ, ვფიქრობ, ევროპას წარმატებული ქვეყნები სჭირდება, რადგან, სამწუხაროდ, ბევრი ჩვენგანი წარუმატებელია. აქ ეკონომიკა არ მუშაობს, პარალიზებულია, სტაგნაციაშია. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება ისეთი ქვეყნების გაწევრება, როგორიც საქართველოა", - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.