უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის თქმით, უნგრეთი ევროკავშირის ახალი ბიუჯეტის მიღებას მხარს არ დაუჭერს მანამდე, სანამ ყველა გაყინულ თანხას არ მიიღებს. ამის შესახებ ორბანმა რუმინეთის ქალაქ ბეილე-ტუშნადში საზაფხულო უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას ილაპარაკა.
"ახალი შვიდწლიანი ბიუჯეტის დამტკიცება ერთსულოვნებას მოითხოვს და სანამ ჩვენ დარჩენილ თანხებს არ მივიღებთ, არც EU-ს ახალი ბიუჯეტი არ იქნება". - თქვა ორბანმა.
გარდა ამისა, ორბანმა ევროკავშირი უკრაინის მხარდაჭერისთვის გააკრიტიკა და ბრიუსელი უნგრეთში შემდეგი წლის არჩევნებზე "პროუკრაინული და პრობრიუსელური მთავრობის" დანიშვნის მცდელობაში დაადანაშაულა.
ორბანმა ევროკავშირის ლიდერები ასევე აშშ-ს პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სავაჭრო ომის დაწყების გარისკვაში დაადანაშაულა.
"ევროკავშირის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა ყოველთვის იქნება უკანასკნელი, რომელიც აშშ-სთან შეთანხმებებს დადებს და ყოველთვის ყველაზე ცუდ შეთანხმებებს". - თქვა ორბანმა.