უნგრეთის პრემიერ–მინისტრი ვიქტორ ორბანი მოსკოვში ვლადიმირ პუტინთან შესახვედრად ჩავიდა.
"სამშვიდობო მისიის ფარგლებში, პრემიერ მინისტრი ვიქტორ ორბანი მოსკოვში ჩავიდა. მთავრობის მეთაური პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდება". - ციტირებს MTI ორბანის პრესმდივნის ბერტალან ჰავაშის სიტყვებს.
ინფორმაცია ორბანის მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ 4 ივლისს გავრცელდა.
მანამდე, 2 ივლისს ვიქტორ ორბანი კიევში ჩავიდა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.