მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ხვალ მოსკოვში ჩავა. მედიის ცნობით, მასთან ერთად რუსეთის დედაქალაქში ჩავა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტოც. სწორედ ამ ინფორმაციას ეხმაურება ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა.
„სიტყვები არ მყოფნის, რომ გამოვხატო ჩემი იმედგაცრუება და უკმაყოფილება ორბანის პუტინთან შეხვედრის გეგმის მიმართ.
ორბანი არ წარმოადგენს ევროკავშირს და არც ევროკავშირის სახელით განხილვის მანდატი აქვს. ეს შეხვედრა არ შეესაბამებოდა ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის მოვალეობებს. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით“, – წერს ცაჰკნა სოციალურ ქსელში.