ორბანი არ წარმოადგენს ევროკავშირს და არც ევროკავშირის სახელით განხილვის მანდატი აქვს, – ასე გამოეხმაურა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მოსკოვში შესაძლო ვიზიტს.

„სიტყვები არ მყოფნის, რომ გამოვხატო ჩემი იმედგაცრუება და უკმაყოფილება ორბანის პუტინთან შეხვედრის გეგმის მიმართ. ორბანი არ წარმოადგენს ევროკავშირს და არც ევროკავშირის სახელით განხილვის მანდატი აქვს. ეს შეხვედრა არ შეესაბამებოდა ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის მოვალეობებს. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით“, – წერს ცაჰკნა სოციალურ ქსელში.

მედიის ცნობით, უკრაინაში ვიზიტის შემდეგ ორბანი 5 ივლისს მოსკოვში გაემგზავრება და ვლადიმირ პიტინთან გამართავს მოლაპარაკებებს.