ნატო-ს სამიტის ფარგლებში უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ერთმანეთს შეხვდნენ.
როგორც ორბანი აცხადებს, მან თურქეთის ლიდერს რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის მხარდაჭერა სთხოვა.
„მე ვაშინგტონში ვიმყოფები. ჩვენ ვაგრძელებთ სამშვიდობო მისიას აქ. რუსეთ-უკრაინის ომის განმავლობაში თურქეთმა დაამტკიცა, რომ ის არის უცვლელი მოთამაშე მშვიდობის დამყარებაში. პრეზიდენტი ერდოღანი იყო ერთადერთი წარმატებული სახელმწიფო მოღვაწე, რომელმაც მოახერხა, მიეღწია რუსეთ-უკრაინის შეთანხმებისთვის შავი ზღვის მარცვლეულის შესახებ“, – აღნიშნა ორბანმა.
თარგმანი: პირველი არხი.