უნგრეთისთვის ომის საკითხზე აზრი არასოდეს უკითხავთ, მაგრამ უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მოუწევთ, რომ ჩვენ გვკითხონ. ჩვენ მოვითხოვთ კავშირს, მაგრამ უკრაინის გარეშე!, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი  სოციალურ ქსელ X-ში წერს.

„ბრიუსელის იმპერია უკრაინას არ ეხმარება – ის მის კოლონიზებას ახდენს. ომი არის იარაღი, ხოლო ევროკავშირში გაწევრიანება – სატყუარა. ეს ყველაფერი კი ჩვენი ხარჯით ხდება. უნგრეთისთვის ომის საკითხზე აზრი არასოდეს უკითხავთ, მაგრამ უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მოუწევთ, რომ ჩვენ გვკითხონ. ჩვენ მოვითხოვთ კავშირს, მაგრამ უკრაინის გარეშე!“, - წერს ვიქტორ ორბანი.