უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, რუსული ნავთობის შეძენაზე აშშ-ის დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით, დონალდ ტრამპთან მეგობრულ საუბარს ელოდება.
ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის პრესსპიკერმა, ზოლტან კოვაჩმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„ფსონები მაღალია“, – აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა შეერთებული შტატებისკენ მიმავალ გზაზე და განაცხადა, რომ უნგრეთმა უნდა დაარწმუნოს აშშ გეოგრაფიული ფაქტის აღიარებაში – „უნგრეთს საზღვაო პორტი არ აქვს და განსხვავებული მიდგომა სჭირდება“.
ვიქტორ ორბანის განცხადებით, ვაშინგტონში მოლაპარაკებები ორ მიმართულებაზე იქნება ორიენტირებული. ეს იქნება როგორც გამოწვევების, მაგალითად, სანქციების – გადაჭრაზე, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობების გამოყენებაზე.
ამასთან, ვიქტორ ორბანმა დაადასტურა, რომ ბუდაპეშტი უმასპინძლებს აშშ-რუსეთის სამშვიდობო სამიტს. მისი თქმით, უნგრეთის მოქნილი დიპლომატია საშუალებას იძლევა, ორივე მხარესთან ჰქონდეს დიალოგი.
თარგმანი: პირველი არხი







