უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა მკაცრად დაგმო ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერის გაცემის შესახებ.

ორბანმა განაცხადა, რომ ბუდაპეშტი უგულებელყოფს  სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას პირობას დებს, რომ ნეთანიაჰუს უნგრეთში მიწვევს და ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეასრულებს.

მან ICC-ის გადაწყვეტილებას "ცინიკური" და "მცდარი"  უწოდა და სასამართლო "მიმდინარე კონფლიქტში ჩარევაში" დაადანაშაულა.

გარდა ამისა, ორბანმა განაცხადა,. რომ  დაკავების ორდერის გაცემა ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონს და ცეცხლზე ნავთას ასხამს.

"სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ერევა მიმდინარე პოლიტიკურ კონფლიქტში სამართლებრივი შენიღბვით, თუმცა პოლიტიკური მიზნებით, ეს არის თავისთავად არასწორი. ეს ახდენს საერთაშორისო სამართლის დისკრედიტაციას და შესაძლოა, ეს იყოს ცეცხლზე დამატებული ნავთი. ამიტომ სხვა არჩევანი არ არის, ამ გადაწყვეტილების არდამორჩილების გარდა. ასე რომ, დღეს მე მოვიწვევ ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბატონ ნეთანიაჰუს ვიზიტით უნგრეთში და ამ მოწვევით მე მას ვაძლევ გარანტიას, თუ ის ჩამოვა, უნგრეთში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დადგენილებას არ ექნება ძალა და ჩვენ არ შევასრულებთ მის შინაარსს", – განაცხადა ორბანმა.