2025 წლის ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალი დასრულდა. რიგით 82-ე ფესტივალის გამარჯვებული ამერიკელი რეჟისორი ჯიმ ჯარმუში გახდა, რომელმაც თავისი ახალი ნამუშევარი Father Mother Sister Brother წარადგინა.
ვენეციის კინოფესტივალის მთავარი კატეგორიების გამარჯვებულები არიან:
ფესტივალის მთავარი ჯილდო ოქროს ლომი – Father Mother Sister Brother, რეჟ. ჯიმ ჯარმუში;
ჟიურის გრანპრი – The Voice of Hind Rajab, რეჟ. კაუტერ ბენ ჰანია;
ჟიურის სპეციალური პრიზი – Below the Clouds, რეჟ. ჯანფრანკო როსი;
ვერცხლის ლომი – The Smashing Machine, რეჟ. ბენი საფდი;
საუკეთესო მსახიობი ქალი – სინ ჟილეი ფილმისთვის The Sun Rises on Us All;
საუკეთესო მსახიობი კაცი – ტონი სერვილო ფილმისთვის La Grazia;
საუკეთესო სცენარი – ვალერი დონძელი და ჟილ მარშანი ფილმისთვის At Work;
მარჩელო მასტროიანის სახელობის ჯილდო – ლუნა ვედლერი ფილმისთვის Silent Friend;
ფესტივალის საპატიო ჯილდოები გადაეცათ გერმანელ რეჟისორ ვერნერ ჰერცოგს და ამერიკელ მსახიობ კიმ ნოვაკს.